პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
პორტალი DentalCafe - თქვენი მეგზური სტომატოლოგიის სამყაროში
 
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

ყველაზე საინტერესო
თანამედროვე საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული სტომატოლოგთან ვიზიტებთან დაკავშირებული დენტოფობიები და მომატებული შფოთვა. ამერიკელი ფსიქოლოგების მონაცემებით, სხვადასხვა სიმძიმის დენტოფობიები აღენიშნება 30 მილიონ ამერიკელს. დენტოფობიის მქონე პაციენტების მკურნალობა ექიმისთვის გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
კბილების პროთეზირება ორთოპედიის ნაწილია, რომელიც აღადგენს დაკარგულ კბილებს. პროთეზირება ეხება როგორც ადამიანის ესთეტიკურ მხარეს, ასევე მისი კბილებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობას მთლიანობაში. ამჟამად, არსებობს პროთეზირების რამდენიმე მეთოდი.
განვითარების ადრეულ ეტაპებზე კბილის ნადები გამოიყურება, როგორც რბილი მოთეთრო ნალექი კბილებზე ღრძილის კიდის გასწვრივ. ინტენსიური გამოვლებით ის მხოლოდ ნაწილობრივ სცილდება, საფუძვლიანი გაწმენდით კი სრულიად.
დროის მოკლე მონაკვეთში რენტგენული გამოკვლევა მარტივი მეთოდიდან რთულ კვლევად ჩამოყალიბდა, რომელიც ღრმად აღწევს პათოლოგიური პროცესების არსში. სტომატოლოგიური რენტგენოლოგიაც სწრაფად ვითარდება, მიმდინარეობს ძველი მეთოდების სრულყოფა და ახალი მეთოდების შემუშავება და დანერგვა ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია იდეალური ღიმილი. მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით, ადამიანთა 90%-ზე მეტს კბილები არასწორად აქვს განლაგებული. ყველაზე მდიდარი და ცნობილი ადამიანებიც კი ვერ არიდებენ თავს ყბა-სახის აპარატის პრობლემებს.  
კარიესი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95-97%. პრაქტიკულად ყოველ ჩვენთაგანს ადრე თუ გვიან გვიჩნდება „ხვრელი" კბილში, ზოგიერთნი კი კარიესით ბავშვობიდანვე ვართ დაავადებული.   
თანამედროვე ადამიანი უზრუნველყოფილია პირის ღრუს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ხოლო კბილების წმენდის მეთოდებს ბავშვობიდანვე სწავლობს. ჰიგიენური პროცედურების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის ამ მეთოდების სწორად შესრულებაზე დამოკიდებული.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე გარშემომყოფებს ექმნებათ ურთიერთობის პირველი 30 წამის განმავლობაში და თუ ადამიანი თვითდაჯერებულია, ლამაზად იღიმის, ის წარმატებული იქნება.
მხატვრული რესტავრაცია არის კბილის ესთეტიკის აღსადგენი ღონისძიებების კომპლექსი. რესტავრაცია ტარდება როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დეფექტების მქონე კბილებზე. ამ დროს შეიძლება საჭირო იყოს:
ულითონო კერამიკის გამოჩენით ესთეტიკური სტომატოლოგია ახალ დონეზე გადავიდა. თანამედროვე ვინირებით საკმაოდ სწრაფად სწორდება კბილების ფერი და ფორმა, ღიმილი ხდება იდეალური.  
სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგული კბილების აღდგენის იდეა კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩაისახა. ათასწლეულების მანძილზე მსგავსი ოპერაციების ჩატარების ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ გასული საუკუნის შუაში.  
ჩვენ გვგონია, რომ კბილის პასტა ყოველთვის ტუბებში ინახებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. პირველი, კრემისმაგვარი კბილის პასტა იფუთებოდა ქილებში, თუმცა მისი გამოყენება მოუხერხებელი იყო. მინის ქილები ადვილად სხლტებოდა სველი ხელიდან და ტყდებოდა; საკმაოდ ბევრი პროდუქტი რჩებოდა ტარის ფსკერზე და შეუძლებელი იყო მისი ამოღება;   
ბავშვის გაჩენას მშობლები განსაკუთრებული ემოციებითა და აღტაცებით ხვდებიან. ამ პერიოდში და უფრო ადრეც, ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრონ საკუთარ ჯანმრთელობას. რა შეიძლება ურჩიოს სტომატოლოგმა მომავალ მშობლებს?
ტკივილის შიში - სტომატოლოგების მთავარი პრობლემა და ნებისმიერი ასაკის პაციენტის უბედურებაა. მაგრამ, ამჟამად სტომატოლოგიაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარების სხვადასხვა მეთოდი, რომელთა საშუალებითაც კბილების მკურნალობა მშვიდად და უმტკივნეულოდ ხორციელდება.
1/15

ძვირფასო სტუმარო, პორტალი ამჟამად შექმნის პროცესშია და ტესტირების რეჟიმში მუშაობს, რის გამოც ზოგიერთი განყოფილება ინფორმაციას არ შეიცავს. პრაქტიკულად დასრულებულია განყოფილება "პაციენტებს" (ყველაფერი კბილების შესახებ)  - 267 სტატია, და მიმდინარეობს განყოფილება "ექიმებს" შევსება. სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში პორტალის ყველა მენიუ სრულფასოვანი გახდეს. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პორტალზე და ელ-ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას პორტალის გახსნის შესახებ. მანამდე შეგიძლიათ გაეცნოთ უკვე ატვირთულ სხვადასხვა სტატიებს. დაარეგისტრირეთ თქვენი კლინიკა საძიებელში მოსახვედრად. მადლობა შემობრძანებისთვის და ნუ დაგავიწყდებათ "დალაიქება" Smile !

სიახლეები სტომატოლოგიაში

ინგლისურ ქალაქ სტოკპორტში (დიდი მანჩესტერი) იყიდება უცნაური ნივთი - ლეგენდარული შემსრულებლის ყბის თაბაშირის ანაბეჭდი  გვირგვინით.

 

 

08/04/2012

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამაზონის ტყეებში არსებული მცენარისგან შეიძლება კბილის ტკივილის საწინააღმდეგო გელის შექმნა. 

01/04/2012

პირველი ე.წ. კბილის ელექსირები XIX ს-ის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა დღემდე მათი მთავარი დანიშნულება იყო ჯანსაღი სუნთქვის უზრუნველყოფა და პირიდან ცუდი სუნის არარსებობა. ახალი ელექსირი სწრაფად ანადგურებს კარიესის გამომწვევ მიკრობებს.

 

 

31/03/2012

ბავშვებში კარიესის მიზეზად ითვლებოდა შაქრის გამოყენება. თუმცა, ახლახანს სპეციალისტებმა ეს აზრი ეჭვქვეშ დააყენეს. მეცნიერთა აზრით, კარიესს იწვევს არა შაქარი, არამედ ბაქტერია, რომელიც დედიდან ბავშვს გადაეცემა.

 

 

23/03/2012

კბილის ნადების წარმომქმნელმა სტრეპტოკოკმა სისხლში მოხვედრისას შეიძლება ენდოკარდიტი გამოიწვიოს. ბაქტერიის მიერ გულის დაზიანება განპირობებულია განსაკუთრებული ცილით, რომლის საშუალებითაც ის ეწებება გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების უჯრედებს.

 

 

20/03/2012

უშაქრო საღეჭი რეზინი იმდენად პოპულარულია, რომ მრავალი სტომატოლოგი ურჩევს პაციენტებს კარიესის აცილების მარტივი და ეფექტური საშუალების სახით. ასეთი რეზინის შემადგენლობამ კი შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი.

 

 

კარიესის გამომწვევი ბაქტერიები მძიმე ინსულტების 1/3-ის განვითარებაში მონაწილეობენ. ტვინის სისხლძარღვებში მოხვედრისას ისინი ორგანიზმს ხელს უშლიან დაზიანებული კაპილარებისა და არტერიების აღდგენაში, - გვამცნობენ იაპონელი მეცნიერები ჟურნალში Nature Communications.

 

 

17/03/2012

იაპონელმა მეცნიერებმა მოიგონეს მიკროორგანიზმების საშუალებით კარიესის აცილების მეთოდი. ის ხელს უშლის ნადების წარმოქმნას და კბილების მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას სასარგებლო ბაქტერიის ფერმენტის საშუალებით.

 

 

14/03/2012

გამხდარ ბავშვებს უფრო მეტი პრობლემები აქვთ კბილების მხრივ, ვიდრე მათ თანატოლებს. როჩესტერის სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა უარყვეს მოსაზრება, რომ კარიესი და კბილების დაშლა უფრო ხშირად მსუქან ბავშვებში აღინიშნება ტკბილეულის სიყვარულის გამო.

 

 

12/03/2012

ხერხემლის ტრავმის მქონე ადამიანები კვლავ შეძლებენ სიარულს კბილების საშუალებით, ამტკიცებენ სპეციალისტები. ნაგიოას უნივერსიტეტის მეცნიერებმა კბილის პულპიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები ჩაუნერგეს ხერხემლის მოტეხილობის მქონე ვირთხებს, რამაც ცხოველებს ნაწილობრივ აღუდგინა მოძრაობა.

 

 

 
 
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12