პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
პორტალი DentalCafe - თქვენი მეგზური სტომატოლოგიის სამყაროში
 
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

ყველაზე საინტერესო
თანამედროვე საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული სტომატოლოგთან ვიზიტებთან დაკავშირებული დენტოფობიები და მომატებული შფოთვა. ამერიკელი ფსიქოლოგების მონაცემებით, სხვადასხვა სიმძიმის დენტოფობიები აღენიშნება 30 მილიონ ამერიკელს. დენტოფობიის მქონე პაციენტების მკურნალობა ექიმისთვის გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
კბილების პროთეზირება ორთოპედიის ნაწილია, რომელიც აღადგენს დაკარგულ კბილებს. პროთეზირება ეხება როგორც ადამიანის ესთეტიკურ მხარეს, ასევე მისი კბილებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობას მთლიანობაში. ამჟამად, არსებობს პროთეზირების რამდენიმე მეთოდი.
განვითარების ადრეულ ეტაპებზე კბილის ნადები გამოიყურება, როგორც რბილი მოთეთრო ნალექი კბილებზე ღრძილის კიდის გასწვრივ. ინტენსიური გამოვლებით ის მხოლოდ ნაწილობრივ სცილდება, საფუძვლიანი გაწმენდით კი სრულიად.
დროის მოკლე მონაკვეთში რენტგენული გამოკვლევა მარტივი მეთოდიდან რთულ კვლევად ჩამოყალიბდა, რომელიც ღრმად აღწევს პათოლოგიური პროცესების არსში. სტომატოლოგიური რენტგენოლოგიაც სწრაფად ვითარდება, მიმდინარეობს ძველი მეთოდების სრულყოფა და ახალი მეთოდების შემუშავება და დანერგვა ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია იდეალური ღიმილი. მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით, ადამიანთა 90%-ზე მეტს კბილები არასწორად აქვს განლაგებული. ყველაზე მდიდარი და ცნობილი ადამიანებიც კი ვერ არიდებენ თავს ყბა-სახის აპარატის პრობლემებს.  
კარიესი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95-97%. პრაქტიკულად ყოველ ჩვენთაგანს ადრე თუ გვიან გვიჩნდება „ხვრელი" კბილში, ზოგიერთნი კი კარიესით ბავშვობიდანვე ვართ დაავადებული.   
თანამედროვე ადამიანი უზრუნველყოფილია პირის ღრუს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ხოლო კბილების წმენდის მეთოდებს ბავშვობიდანვე სწავლობს. ჰიგიენური პროცედურების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის ამ მეთოდების სწორად შესრულებაზე დამოკიდებული.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ადამიანზე გარშემომყოფებს ექმნებათ ურთიერთობის პირველი 30 წამის განმავლობაში და თუ ადამიანი თვითდაჯერებულია, ლამაზად იღიმის, ის წარმატებული იქნება.
მხატვრული რესტავრაცია არის კბილის ესთეტიკის აღსადგენი ღონისძიებების კომპლექსი. რესტავრაცია ტარდება როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი დეფექტების მქონე კბილებზე. ამ დროს შეიძლება საჭირო იყოს:
ულითონო კერამიკის გამოჩენით ესთეტიკური სტომატოლოგია ახალ დონეზე გადავიდა. თანამედროვე ვინირებით საკმაოდ სწრაფად სწორდება კბილების ფერი და ფორმა, ღიმილი ხდება იდეალური.  
სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგული კბილების აღდგენის იდეა კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩაისახა. ათასწლეულების მანძილზე მსგავსი ოპერაციების ჩატარების ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ გასული საუკუნის შუაში.  
ჩვენ გვგონია, რომ კბილის პასტა ყოველთვის ტუბებში ინახებოდა, თუმცა ეს ასე არ არის. პირველი, კრემისმაგვარი კბილის პასტა იფუთებოდა ქილებში, თუმცა მისი გამოყენება მოუხერხებელი იყო. მინის ქილები ადვილად სხლტებოდა სველი ხელიდან და ტყდებოდა; საკმაოდ ბევრი პროდუქტი რჩებოდა ტარის ფსკერზე და შეუძლებელი იყო მისი ამოღება;   
ბავშვის გაჩენას მშობლები განსაკუთრებული ემოციებითა და აღტაცებით ხვდებიან. ამ პერიოდში და უფრო ადრეც, ჯერ კიდევ ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრონ საკუთარ ჯანმრთელობას. რა შეიძლება ურჩიოს სტომატოლოგმა მომავალ მშობლებს?
ტკივილის შიში - სტომატოლოგების მთავარი პრობლემა და ნებისმიერი ასაკის პაციენტის უბედურებაა. მაგრამ, ამჟამად სტომატოლოგიაში ძალიან ფართოდ გამოიყენება ადგილობრივი გაუტკივარების სხვადასხვა მეთოდი, რომელთა საშუალებითაც კბილების მკურნალობა მშვიდად და უმტკივნეულოდ ხორციელდება.
1/15

ძვირფასო სტუმარო, პორტალი ამჟამად შექმნის პროცესშია და ტესტირების რეჟიმში მუშაობს, რის გამოც ზოგიერთი განყოფილება ინფორმაციას არ შეიცავს. პრაქტიკულად დასრულებულია განყოფილება "პაციენტებს" (ყველაფერი კბილების შესახებ)  - 267 სტატია, და მიმდინარეობს განყოფილება "ექიმებს" შევსება. სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში პორტალის ყველა მენიუ სრულფასოვანი გახდეს. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პორტალზე და ელ-ფოსტით მიიღებთ შეტყობინებას პორტალის გახსნის შესახებ. მანამდე შეგიძლიათ გაეცნოთ უკვე ატვირთულ სხვადასხვა სტატიებს. დაარეგისტრირეთ თქვენი კლინიკა საძიებელში მოსახვედრად. მადლობა შემობრძანებისთვის და ნუ დაგავიწყდებათ "დალაიქება" Smile !

სიახლეები სტომატოლოგიაში

11/03/2012

აუზში ბანაობის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს კანის სიმშრალე და თმების ფერის შეცვლა. გარდა ამისა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აუზში ცურვა შლის კბილის მინანქარს.


 

10/03/2012

ორი იაპონური კომპანიის - Panasonic-ისა და მისი შვილობილი კომპანიის Matsushita-ს მეცნიერებმა ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავეს კბილის ჯაგრისი ჩამონტაჟებული ვიდეოკამერით.  

09/03/2012

რეალისტური რობოტი Showa Hanako 2 სტუდენტ სტომატოლოგებს დახელოვნებაში ეხმარება. Showa-ს უნვერსიტეტმა (ტოკიო, იაპონია) წარმოადგინა თავისი ბოლო მიღწევა - სტომატოლოგიური პაციენტის რობოტი ემულატორი.  

 

01/03/2012

კოპენჰაგენის (დანია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს საღეჭი რეზინი, რომელიც სხვა რეზინებზე უკეთ ებრძვის ჰალიტოზს (პირიდან ცუდ სუნს).  

01/03/2012

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერები დაჯილდოვდნენ ხელსაწყოს გამოგონებისთვის, რომელსაც შეუძლია ადრეული კარიესის და კბილის ნადების გამოვლენა, როდესაც ისინი ჯერ კიდევ შეუმჩნეველია ადამიანის თვალისთვის.


 

29/02/2012

იაპონიაში ხელმისაწვდომი გახდა კბილების გაყინვის ტექნოლოგია, რომელიც ინახავს ჯანმრთელ კბილებს, რომელთა ამოღებაც საჭირო ხდება ორთოდონტიული კორექციის პროცესში.  

29/02/2012

სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობის წარმომადგენლებს მოწინავე ადგილები უჭირავთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი სპეციალისტების რეიტინგში. ასეთი მონაცემები წარმოადგინა „Washington Profile"-მა.  

 

 

20/02/2012

ლუმინირები (Lumineers) ახალი თაობის კერამიკული ვინირებია. ისინი არ საჭიროებენ კბილების მოქლიბვას. მათ აწარმოებს კომპანია Cerinate (აშშ) თავისივე ექსკლუზიური რევოლუციური კერამიკისგან.

 

 

16/02/2012

ძველმა ხალხებმა იცოდნენ რა იყო სტომატოლოგის ბურღი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც მონაწილეობდნენ მერგარის - პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე ნეოლითის ეპოქის ნამარხის არქეოლოგიურ გათხრებში.  

14/02/2012

ძაღლების კბილის ჯაგრისების გაყიდვებმა დიდ ბრიტანეთში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.  

 
 
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12