პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
14 ხმა
ხმის მიცემა
ბრეკეტები: საჭირო აქსესუარი ყველაზე მამაცებისთვის

ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია იდეალური ღიმილი. მაგრამ, სტატისტიკური მონაცემებით, ადამიანთა 90%-ზე მეტს კბილები არასწორად აქვს განლაგებული. ყველაზე მდიდარი და ცნობილი ადამიანებიც კი ვერ არიდებენ თავს ყბა-სახის აპარატის პრობლემებს. ოდესღაც მათაც ჰქონდათ ყვითელი, კარიესული, ირიბი კბილები, არასწორი თანკბილვა. იდეალური ღიმილით არ იბადებიან, ამ შედეგის მისაღწევად მრავალ საათს ატარებენ სტომატოლოგის სავარძელში.

ირიბად მზარდი კბილები იწვევენ პაროდონტიტს, არასწორი თანკბილვა კი საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიის მიზეზი ხდება. ზოგჯერ ორთოდონტიული მკურნალობა აუცილებელია პროთეზირების წინაც. კბილების მდებარეობის გასასწორებლად საჭიროა მუდმივი ზემოქმედება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამჟამად, თანკბილვის ოპტიმალურ კორექციას უზრუნველყოფს სხვადასხვა ბრეკეტ-სისტემები.

აშშ-ს მაღალ საზოგადოებას მაგალითი მისცა ჩელსი კლინტონმა. 1997 წელს ის ვაშინგტონში ჩაფრინდა მამამისის ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე. მომავალი პრეზიდენტის ქალიშვილი ფოტორეპორტიორების წინ ღიმილითა და ბრეკეტებით პოზირებდა. 1999 წელს პაპარაცებმა ბრეკეტები „შეამჩნიეს" პრინც ჰარის კბილებზე. მაშინ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე 15 წლის იყო. ამჟამად მისი მკურნალობის შედეგი შეგიძლიათ ელიტარულ ქრონიკებში იხილოთ.

შერი ორთოდონტულ მკურნალობას გადიოდა 1988 წელს. თავისი ახალი „მორთულობით" მან თავი მოაწონა ჟურნალ People-ის მკითხველებს. გამოშვება ბრეკეტებიანი მომღერლით დახლებიდან დაიტაცეს. ბრიტნი სპირსიც ატარებდა ბრეკეტებს. მისმა მუდმივმა მოწინააღმდეგემ კრისტინა აგილერამ იდეალური ღიმილი ასევე ორთოდონტის დახმარებით შეიძინა. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი სინდი კროუფორდი თავის ლამაზ ღიმილს სტომატოლოგს უნდა უმადლოდეს. ბრეკეტებს მისთვის პოდიუმზე მუშაობაში ხელი არ შეუშლია.

2002 წელს 40 წლის ტომ კრუზმა დაიყენა კერამიკული ბრეკეტ-სისტემა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ მთელი ცხოვრება რცხვენოდა თავისი ღიმილის. ნიკოლას კეიჯმა აირჩია ყველაზე უბრალო ლითონის ბრეკეტები, რომლებითაც საზეიმო ცერემონიებზეც მიდიოდა.

ბრეკეტები, როგორც მოდური აქსესუარი, პირველად გაიკეთა მომღერალმა და მოდელიორმა გვენ სტეფანიმ. 25 წლის ასაკში მან გადაწყვიტა კარდინალურად შეეცვალა თავისი იმიჯი და გლამურული ქერათმიანიდან იქცა ვარდისფერთმიან და სწორ კბილებზე რკინის ბრეკეტების მქონე ადამიანად. ეს იმიჯი მოეწონათ ფოტორეპორტიორებს, თვით მას კი საკმაოდ მალე მობეზრდა.

ორთოდონტების საშუალებით მიღწეული იდეალური ღიმილის მქონე ვარსკვლავების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.

ამჟამად, ყველას შეუძლია გახდეს იდეალური ღიმილის მფლობელი, ორთოდონტიისა და საერთოდ, სტომატოლოგიის მიღწევების წყალობით. ბრეკეტ-სისტემების დიდი არჩევანი ყბა-სახის აპარატის მკურნალობას კომფორტულს ხდის ფიზიოლოგიური და ესთეტიკური თვალსაზრისით. ყველაზე მორცხვ კლიენტებს სტომატოლოგიური კლინიკები სთავაზობენ უჩინარ ბრეკეტებს (კერამიკული მინანქრის ფერის, ლინგვალური, საფირონის). ვისაც სურს ყურადღების მიპყრობა, იკეთებს ოქროს, ფერად და მბრწყინავ ბრეკეტებს. ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის გემოვნებაზე.

 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 3577
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12