პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
4 ხმა
ხმის მიცემა
კბილის პასტა სასარგებლო ბაქტერიებით

იაპონელმა მეცნიერებმა მოიგონეს მიკროორგანიზმების საშუალებით კარიესის აცილების მეთოდი. ის ხელს უშლის ნადების წარმოქმნას და კბილების მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას სასარგებლო ბაქტერიის ფერმენტის საშუალებით.

ბაქტერია Streptococcus mutans კბილების ზედაპირზე წარმოქმნის ბიოაპკს და საქაროზას გარდაქმნის რძემჟავად, რომელიც პირის ღრუში ქმნის მჟავა გარემოს. შედეგად იშლება კბილის მინანქარი. ეს პროცესი შეიძლება შეაჩეროს სხვა ბაქტერიამ - Streptococcus salivarius-მა, რომელიც თრგუნავს ბიოაპკების წარმოქმნას. კვლევის წამყვანმა სპეციალისტმა ჰიდენობუ სენპუკუმ კოლეგებთან ერთად, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტიდან, შემოგვთავაზა ბაქტერიის ამ თვისების გამოკვლევა.

მეცნიერებმა Streptococcus salivarius-ის მიერ გამომუშავებული ცილები დაყვეს და გამოიკვლიეს. ეს ბაქტერიები გამოყოფენ ფერმენტ FruA-ს, რომელიც ბიოაპკის წარმომქმნელ შაქარს შლის უფრო მარტივ შემადგენლებად.

ამის შემდეგ, დამატებითი კვლევების ჩატარებისას სპეციალისტებმა გვიჩვენეს, რომ ასეთ თვისებებს ეს ფერმენტი ავლენს, როდესაც გამოიყოფა სხვა ბაქტერიების მიერაც, მაშინაც კი თუ სტრუქტურით განსხვავებულია საწყისი ფორმისგან.

ამიტომ, კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახლო მომავალში კბილის პასტების შემადგენლობაში შევა FruA და ბევრად ეფექტური გახდება კარიესის პროფილაქტიკა.  

 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 1775
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12