პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
4 ხმა
ხმის მიცემა
კარიესის გამომწვევი ბაქტერიები ინსულტის პროვოცირებას იწვევენ

კარიესის გამომწვევი ბაქტერიები მძიმე ინსულტების 1/3-ის განვითარებაში მონაწილეობენ. ტვინის სისხლძარღვებში მოხვედრისას ისინი ორგანიზმს ხელს უშლიან დაზიანებული კაპილარებისა და არტერიების აღდგენაში, - გვამცნობენ იაპონელი მეცნიერები ჟურნალში Nature Communications.

ოსაკას უნივერსიტეტში (იაპონია) კოიტირო ვადამ კოლეგებთან ერთად, სისხლჩაქცევისგან დაღუპული ადამიანების ტვინის ქსოვილებში აღმოაჩინა Streptococcus mutans, რომელიც პირის ღრუში ცხოვრობს და კარიესის ძირითადი გამომწვევია. მათ ივარაუდეს, რომ ამ სტრეპტოკოკმა შეიძლება იმოქმედოს ქოლესტერინის ფოლაქების წარმოქმნაზე, რომლებიც ტვინის სისხლძარღვების დაზიანებას იწვევენ.

ბიოლოგებმა გამოყვეს ბაქტერიების რამდენიმე შტამი და დაასნებოვნეს ლაბორატორიის თაგვები. შემდეგ თაგვების ტვინში დააზიანეს რამდენიმე სისხლძარღვი, რამაც ხელოვნური ინსულტი გამოიწვია. რამდენიმე საათის შემდეგ თაგვების უმრავლესობა დაიღუპა და მეცნიერებმა შეადარეს სისხლჩაქცევის ფართობი თაგვების „კარიესულ" და საკონტროლო ჯგუფში, რომელთა სისხლშიც ბაქტერიები არ იყო.

აღმოჩნდა, რომ კარიესული ბაქტერიის ყველაზე გავრცელებული ქვესახეობა, ე.წ. სეროტიპი „c" ტვინის ჯანმრთელობისთვის უვნებელია, რადგან არანაირი ხილული შედეგები ამ ბაქტერიის მონაწილეობით არ დაფიქსირებულა. ხოლო შედარებით იშვიათმა სეროტიპმა „k", რომელსაც ექიმები ხშირად პოულობენ გარდაცვლილთა ტვინის ქსოვილებში, მნიშვნელოვნად დაამძიმა სისხლჩაქცევის შედეგები.

ცნობილია, რომ სისხლზარღვის გაგლეჯვისას ქოლესტერინის ფოლაქები ფარავენ დაზიანებულ უბნებს და ასრულებენ „ბუნებრივი დამხშობის" როლს, ვიდრე სისხლძარღვს ახალი კედელი არ გაეზრდება.

მეცნიერებმა დაადგინეს: სისხლდენა ძლიერდებოდა იმიტომ, რომ Streptococcus mutans  ემაგრება სისხლძარღვის დაზიანებულ უბანში არსებულ  კოლაგენურ ძაფებს, რომლებსაც ქოლესტერინი უნდა მიეწებოს - შესაბამიოსად სისხლდენის შეჩერება დაყოვნებულია.

მომდევნო ექსპერიმენტის დროს ბიოლოგებმა გამოყვეს CBP ცილა, რომლითაც ბაქტერია ემაგრება კოლაგენის ძაფებს. აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერების მცირე რაოდენობა - 100 მკგ საკმარისია ძლიერი სისხლჩაქცევის გამოსაწვევად.

თავიანთი დასკვნების შესამოწმებლად მეცნიერებმა გამოიყვანეს Streptococcus mutans-ის ახალი შტამი, რომელსაც არ ჰქონდა CBP ცილის გენი. სისხლჩაქცევის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ბაქტერიის ბრალეულობას ადასტურებს ინსულტგადატანილი პაციენტების ნერწყვის ანალიზი: მათ პირის ღრუში „k" ტიპის ბაქტერიები 3-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჯანმრთელ პირებში.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინსულტით ყოველწლიურად 5,5 მლნ. ადამიანი იღუპება. 


 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 2195
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12