პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
7 ხმა
ხმის მიცემა
კარიესი, ვინ არის დამნაშავე?

ბავშვებში კარიესის მიზეზად ითვლებოდა შაქრის გამოყენება. თუმცა, ახლახანს სპეციალისტებმა ეს აზრი ეჭვქვეშ დააყენეს. მეცნიერთა აზრით, კარიესს იწვევს არა შაქარი, არამედ ბაქტერია, რომელიც დედიდან ბავშვს გადაეცემა.

მსგავსი დასკვნების გაკეთება ამერიკელი მიკრობიოლოგების კვლევას ეფუძნება. ისინი ბავშვებსა და მათ დედებში იღებდნენ ნერწყვის სინჯებს 5 წლის განმავლობაში და ადარებდნენ ნერწყვში არსებული მიკრობების დნმ-ს. აღმოჩნდა, რომ მიკრობების წყაროა დედა. ყველა ჩვენგანის პირის ღრუში ცხოვრობს სტრეპტოკოკის საკუთარი შტამი და მხოლოდ დედასა და ბავშვს აქვს ერთნაირი შტამი. 34 ბავშვიდან 24 ბავშვს იგივე შტამი ჰქონდა, რაც დედას, 10 კი ჰქონდა უცნობი წარმოშობის შტამი (მრავალი მათგანი ხელოვნურად იკვებებოდა). როგორც ჩანს, ჩვილობის ასაკში მიღებული მიკრობები პირში მთელი ცხოვრების მანძილზე რჩებიან.

შესადარებლად, 300 ოჯახური წყვილიდან კბილის მიკრობების შტამები დაემთხვა მხოლოდ 1 წყვილში. მაშ ასე, კარიესი არის სტრეპტოკოკებით გამოწვეული ინფექცია, რომლებიც დედის პირიდან ბავშვის პირში ხვდებიან, კერძოდ, ჭამის წინ დედა სინჯავს საკვებს, ცხელი ხომ არ არის და თუ ამ დროს ბავშვის კოვზით სარგებლობს, ბავშვს გადაეცემა ბაქტერიები.

ბავშვისთვის საშიშია დედის პირში არსებული სტრეპტოკოკები, ხოლო მამის და სხვა ადამიანების იგივე მიკრობები უსაფრთხოა. დნმ-ის გამოკვლევისას არ აღინიშნა ბავშვის მამისგან დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა, არც იმ 10 ბავშვში, რომლებსაც დედისგან განსხვავებული შტამები ჰქონდათ.

ბავშვების დასაცავად, აუცილებელია დედისა და ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენის კონტროლი. გაჩნდა სენსაციური ინფორმაცია, რომ ქიშმიში, ორცხობილა და თეთრი პური რძიან შოკოლადსა და კარამელზე უფრო საშიშია კარიესის განვითარების მხრივ, რადგან ბლანტი პროდუქტები უფრო დიდხანს რჩება პირში.

კბილებისთვის ყველაზე უსაფრთხო პროდუქტებია ვაშლი, ნაყინი, ბანანი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, რძიანი შოკოლადი. ამას ადასტურებს ავსტრალიელი მეცნიერების კვლევაც, რომლებიც თვლიან, რომ ბევრი ვანილინის შემცველმა ტკბილეულმა და მაღალი ხარისხის შოკოლადმა შეიძლება შეაფერხოს კარიესის განვითარება. თუ დესერტს მაგარ ჩაის მივაყოლებთ, რისკი კიდევ უფრო შემცირდება.

საღეჭმა რეზინების და კბილის პასტების მწარმოებლებმა პრაქტიკულად დაგვარწმუნეს, რომ ჩვენი კბილების ყველაზე საშიში მტერი კარიესია, მისგან დასაცავად კი საჭიროა კბილების გაწმენდა „სწორი" პასტით და „სწორი" რეზინის დაღეჭვა. ეს ასე არ არის. კარიესი პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული, მაგრამ არა ყველაზე საშიში დაავადებაა, არსებობს სხვებიც. უპირველეს ყოვლისა, პაროდონტის დაავადებები: გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი.  


 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 1941
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12