პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
7 ხმა
ხმის მიცემა
ბორმანქანას სავლები შეცვლის

პირველი ე.წ. კბილის ელექსირები XIX ს-ის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა დღემდე მათი მთავარი დანიშნულება იყო ჯანსაღი სუნთქვის უზრუნველყოფა და პირიდან ცუდი სუნის არარსებობა. ახალი ელექსირი სწრაფად ანადგურებს კარიესის გამომწვევ მიკრობებს.

მცდარია მოსაზრება, რომ კარიესს ტკბილი საკვები იწვევს. კბილის მინანქრის და უფრო ღრმა ქსოვილების დაშლა ხდება ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად, რომლებიც იკვებებიან პირის ღრუში არსებული საკვების ნარჩენების გლუკოზით.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია Streptococcus mutans, რომელიც კარიესის მთავარი მიზეზია.

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრის (University of California at Los Angeles) მეცნიერებმა შექმნეს ახალი შემადგენლობის პირის სავლები სითხე, რომელიც მოკლე დროში პრაქტიკულად სრულად ანადგურებს S. mutans ყველა მიკროორგანიზმს.

ახალი ელექსირის კლინიკური გამოცდის დროს 12 მოხალისე 4 დღის განმავლობაში დღეში 1-ჯერ ივლებდა პირში ახალ სითხეს, რის შემდეგაც ბაქტერიოლოგიურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ კბილებზე არსებული პრაქტიკულად ყველა საშიში ბაქტერია დაიღუპა, სასარგებლო მიკროფლორა კი გადარჩა.

ეს ახალი სავლების ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია: სხვა ელექსირებზე უფრო ხანგრძლივად მოქმედებს, არ ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს. ყველა სხვა ადრე ცნობილი ელიქსირი კი დამღუპველად მოქმედებდა როგორც პათოგენურ, ასევე სასარგებლო მიკრობებზეც.

მეცნიერების გუნდი ამ ელიქსირს 10 წელზე მეტხანს ქმნიდა. ის გამოჩნდა მხოლოდ მეცნიერების მიერ არჩევითი ბაქტერიციდული აქტივობის მქონე ახალი პეპტიდების აღმოჩენის შემდეგ.

ამ წლის დასაწყისში შედგება კლინიკური კვლევების ბოლო ეტაპი, რის შემდეგაც მოხდება რეგისტრაცია. წარმატების შემთხვევაში ელიქსირი სტომატოლოგიაში ამ სახის პირველი სიახლე იქნება სამედიცინო და ჰიგიენურ პრაქტიკაში ფტორის შემცველი კბილის პასტებისა და სავლებების დანერგვის შემდეგ, რაც თითქმის 60 წლის წინ მოხდა.

წყარო: www.health-ua.org


 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 1994
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12