პორტალზე ლექსიკონი კლინიკები კონტაქტი პარტნიორები გაუზიარე
 
საიტზე შესვლა
შესვლა დენტალ კაფეს მომხმარებელით
მომხმარებელი
პაროლი
ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია
აირჩიეთ კატეგორია
სახელი  *
გვარი  *
მომხმარებლის სახელი  *
ელ-ფოსტა  *
პაროლი  *
გაიმეორეთ პაროლი  *
ავატარი
დამცავი კოდი  *
 ამ საიტის წესებს
 
პაციენტებს
ყველაფერი კბილების შესახებ
ექიმებს
თერაპია ქირურგია ორთოპედია ორთოდონტია პაროდონტოლოგია იმპლანტოლოგია რენტგენოლოგია და ვიზიოგრაფია გადაუდებელი დახმარება ვირუსული ინფექციები კლინიკური შემთხვევები მარკეტინგი ახალი ტექნოლოგიები საინტერესო ლაბორატორია
მედია კუთხე
ფოტოგალერეა ვიდეოთეკა სიახლეები
 
 

Left

რეიტინგი
  • Currently 3.5/5 Stars.
25 ხმა
ხმის მიცემა
კარიესი - ძირითადი სტომატოლოგიური დაავადება

კარიესი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95-97%. პრაქტიკულად ყოველ ჩვენთაგანს ადრე თუ გვიან გვიჩნდება „ხვრელი" კბილში, ზოგიერთნი კი კარიესით ბავშვობიდანვე ვართ დაავადებული. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კაცობრიობის საკვებ რაციონში სულ უფრო მეტი არაჯანსაღი პროდუქტი ჩნდება, მაგალითად ფასტფუდის ნაწარმი და ტკბილეული, კარიესით ავადობის პროგნოზი ძალიან არასახარბიელოა.

რატომ ავადდება კბილები

კარიესი კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს მინანქარისა და დენტინის დაშლა. შედეგად კბილში წარმოიქმნება დაზიანებული უბანი, რომელიც იზრდება და დროთა განმავლობაში შეიძლება კბილის დაკარგვის მიზეზი გახდეს. სტომატოლოგები გამოყოფენ ამ დაავადების ორ სტადიას: ადრეულს - ე.წ. კარიესული ლაქას სტადიას და გვიანს - კბილის მაგარ ქსოვილებში დეფექტის წარმოქმნის სტადიას. გვიანი სტადია, თავის მხრივ, იყოფა ზედაპირულ, შუალედურ და ღრმა კარიესად. ზედაპირული კარიესი ხასიათდება მინანქრის მცირე დეფექტებით და გამოირჩევა კბილების მომატებული მგრძნობელობით ცხელი და ცივი საკვების მიმართ. შუალედური კარიესის დროს კბილში უკვე ჩნედება ღრუ, რომელიც საჭიროებს გაწმენდას და დაბჟენას. ხოლო კარიესის ბოლო სტადიაზე კბილის ქსოვილების დიდი ნაწილი სრულიად დაშლილია, რაც შეიძლება კბილის დაკარგვის მიზეზიც გახდეს.

რა იწვევს კარიესს

კარიესი ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგია. საკვების ყოველი მიღების შემდეგ კბილებზე რჩება ნადები, რომელიც უხვად შეიცავს კარიესოგენულ ბაქტერიებს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი, თერმულად დამუშავებული საკვები. ძნელია წარმოიდგინო თანამედროვე ადამიანი, რომელიც მხოლოდ უმ ბოსტნეულს მიირთმევს და არ იკვებება მოხარშული, მოშუშული ან შემწვარი კერძებით, თუმცა სტომატოლოგიური თვალსაზრისით სწორედ ასეთი საკვებია „მავნე"  ჩვენი კბილებისთვის. თუ კბილი საკვების მიღების შემდეგ არ გაიწმინდება რამდენიმე საათის განმავლობაში, რბილი ნადები გამკვრივდება და მჭიდროდ მიეკრობა კბილს, ხოლო მასში არსებული ბაქტერიები დაიწყებენ მჟავების გამომუშავებას, რომლებიც შლიან მინანქარს. შედეგი - ახალი ღრუ კბილში.

სტომატოლოგთან არარეგულარული ვიზიტებიც შეიძლება ასევე იყოს უკბილო ღიმილის მიზეზი. ჩვენ ხშირად ვერ ვსაზღვრავთ, თუ ზუსტად როდის გვესაჭიროება კბილებს პროფესიონალური წმენდა და ხომ არ დაგვეწყო უკვე კარიესი, ექიმი კი ყოველივე ამას ვიზიტის პირველივე წუთებზე ამჩნევს.

კბილების დაზიანება კარიესით ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამაც (მაშინაც კი, თუ კბილებს ყოველი ჭამის შემდეგ იწმენდთ). თუ თქვენი საკვები არ შეიცავს ვიტამინებს, ხილ-ბოსტნეულს კი მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევთ, ჯანმრთელ კბილებზე არც იოცნებოთ. სტომატოლოგებმა დიდი ხანია შენიშნეს, რომ სოფლის მოსახლეობაში კარიესის გავრცელება და ინტენსიურობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქალაქის მაცხოვრებლებში. ამის მიზეზია ის, რომ სოფელში ხალხი უფრო ჯანსაღ საკვებს იღებს და, გარდა ამისა, იქ ნაკლებადაა მაღაზიები, რომლებიც გავსებულია ჩიფსებითა და შოკოლადებით. 

ორგანიზმის ზოგადი დაავადებები, როგორიც არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, დიაბეტი და სხვა, ასევე ხელს უწყობენ კარიესის განვითარებას.

კალციუმის, ფტორისა და ფოსფორის დაბალი შემცველობა წყალში, სუსტი იმუნიტეტი და ზოგიერთი პროფესია (მაგალითად, კბილებისთვის საშიშ პროფესიებს მიეკუთვნება მჟავებისა და ტუტეების წარმოება, საკონდიტრო მრეწველობა) ასევე კბილების კარიესული დაშლის მიზეზი ხდება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე და საკუთარი თავისადმი ყურადღებაზე. კარიესის პირველივე ნიშნებისას თუ დაუყოვნებლივ მივმართავთ ექიმს, ყველა პრობლემას მოაგვარებს ერთი პატარა ბჟენი.

 

გაუგზავნე მეგობარს ამობეჭდე
ნანახია: 3524
უკან
 

 
 
კლინიკები
კლინიკის ძებნა
უახლოესი მეტრო
 
 
 
გამოკითხვა

12